"პანდემიის პერიოდში გენდერული უთანასწორობა გაიზარდა" - მერკელი
პანდემიის პერიოდში გენდერული უთანასწორობის ზრდა აღინიშნა.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა Instagram-ზე გამოქვეყნებულ ყოველკვირეულ პოდკასტში ისაუბრა.
მერკელის აზრით, პანდემიის პერიოდში კვლავ გამოიკვეთა მამაკაცთა და ქალთა როლების განაწილების პრობლემა, რაც ამ დრომდე თითქმის დაძლეული იყო.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ქალებს ოჯახსა და კარიერას შორის არჩევანის გაკეთება კვლავ ხშირად უწევთ. ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ გერმანიის მთავრობა გააგრძელებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც ქალები თავს უკეთ იგრძნობენ და ოჯახისა და კარიერის შერწყმა არ გაუჭირდებათ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე