Microsoft, Adobe, BBC, Intel და Truepic დეზინფორმაციასთან საბრძოლველად გაერთიანდნენ
მსხვილმა ტექნოლოგიურმა და ინფორმაციულმა კომპანიებმა Microsoft, Intel, Arm, Adobe, BBC და Truepic შექმნეს კოალიცია, რომელიც მიზნად ისახავს ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლას.
კოალიციის წევრები ერთობლივად შეიმუშავებენ ტექნიკურ სტანდარტებს შინაარსის წყაროსა და წარმოშობის დასადგენად, გარდა ამისა, ყალბი ტექნიკის ამოცნობის ტექნიკურ საშუალებებს.
ავტორების აზრით, ეს საშუალებები ჩვეულებრივ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თვალი ადევნონ ახალი ამბების, ასევე ვიდეოების და ფოტოების გაჩენისა და ევოლუციის ისტორიას.
"სტანდარტებისა და ტექნოლოგიების შემუშავება, რომელსაც შეუძლია, დაადასტუროს ინტერნეტის შინაარსის წყარო და წარმოშობა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალი ამბების და სხვა ინფორმაციის წარმოებაში მანიპულირების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში", - ნათქვამია Microsoft- ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ Adobe-მა და Truepic-მა უკვე შექმნეს საკუთარი ხელსაწყოები ფოტოების ავთენტურობის დასადასტურებლად. BBC კი ხელმძღვანელობს კოალიცია Project Origin-ს, რომელიც, ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელებას აღკვეთითაა დაკავებული.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე