პანდემია არ დასრულებულა, სანამ მსოფლიოში ყველა ადამიანი არ აიცრება - ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიასა და სხვა მდიდარ ქვეყნებს შესაძლოა ფულის გარდა ვაქცინების საკუთარი მარაგის გადაცემა დასჭირდეს განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან მხოლოდ მთლიანი მსოფლიოს ვაქცინაციით დასრულდება კორონავირუსის პანდემია.
ამის შესახებ კანცლერმა „დიდი შვიდიანის“ ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე ჩემს გამოსვლაში განვაცხადე, რომ პანდემია არ დასრულდება, ვიდრე მსოფლიოში ყველა ადამიანი არ აიცრება“, - განაცხადა მერკელმა.
მერკელის თქმით, შეხვედრაზე არ განხილულა ღარიბი ქვეყნებისთვის გადასაცემი ვაქცინების მარაგების კონკრეტული პროცენტები და ვადები.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ