მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ქალი პირველად უხელმძღვანელებს
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ქალი პიორველად გახდა.
ესაა აფრიკელი, ნგოზი ოკონიო-ივეალა (Ngozi Okonjo-Iweala, დაბ: 1954 წლის 13 ივნისი). პოსტის მეორე პრეტენდენტი სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრი იო მიუნგ ჰი იყო.
მსოფლიო გიგანტების Standard Chartered Bank, Twitter, პარტნიორობის „ვაქცინების და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი“ (Global Alliance for Vaccines and Immunisation) და „აფრიკის რისკების სააგენტოს“ (ARC) დირექტორთა საბჭოების წევრი, ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ორჯერ, ჰარვარდის ეკონომიკური სკოლის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებული.
მისი უფლებამოსილების ვადა 1 მარტს დაიწყება.
ნგოზი ოკონიო-ივეალა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რიგით მეშვიდე აღმასრულებელი დირექტორია. ის ამ პოსტზე შეცვლის რობერტ აზევედას, რომელმაც თანამდებობა დატოვა 2020 წლის 31 აგვისტოს, თუმცა მისი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იწურებოდა.
ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელის არჩევის პროცესი ცხრა თვე გაგრძელდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე