NASA სიცოცხლის ნიშნების საძიებლად კოსმოსში ტელესკოპს გაგზავნის
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) კომპანია SpaceX-თან SPHEREx ინფრაწითელი ტელესკოპის გაშვების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ამის შესახებ განცხადება NASA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებით თანახმად, ტელესკოპი კოსმოსში სიცოცხლისათვის აუცილებელ ორგანულ ნივთიერებებსა და წყალს მოიძიებს. ასტრონომები მონაცემების შეგროვებას 300 მილიონზე მეტ გალაქტიკასა და "ირმის ნახტომში" 100 მილიონზე მეტ ვარსკვლავზე გეგმავენ.
გეგმის თანახმად, კოსმოსური მისია დაახლოებით ორ წელს გასტანს. მისი ბიუჯეტი 98.8 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ტელესკოპის სავარაუდო გაშვება კოსმოსში Falcon 9-ის გადამზიდი რაკეტით 2024 წლის ივნისში იგეგმება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე