ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს
ევროკომისიამ მიიღო რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესებას გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას “ევრონიუსი“ ავრცელებს.
შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებს, კანადასა და ავსტრალიას შეეხება.
ევროკავშირის კომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განმარტა, რომ არსებობს იმ ქვეყნების გრძელი ჩამონათვალი, რომლებიც ახალი ზომებისგან თავისუფლდებიან. ამ ქვეყნებში შედიან თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნები, შვეიცარია, ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლო, ბალკანეთის ქვეყნები, COVAX სქემის მონაწილე 90-ზე მეტი ქვეყანა.
ახალი რეგულაცია ძალაში მარტის ბოლომდე დარჩება.
შეგახსენებთ, ევროკავშირს ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca- სთან ვაქცინის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირება აქვს მას შემდეგ, რაც კომპანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წარმოებაში შექმნილი პრობლემების გამო, ევროკავშირისთვის ვაქცინის შეპირებული რაოდენობის მიწოდებას ვერ შეძლებდა და გაერთიანებულ სამეფოში დამზადებული დოზები, ქვეყანასა და კომპანიას შორის არსებული შეთანხმების თანახმად, იქვე დარჩებოდა.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა