ევროკავშირი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გლობალური COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგეს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოწოდებს, გლობალური COVID-19- ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგეს. ამის შესახებ reuters-ი წერს.
მისი თქმით, მსოფლიოს სჭირდება აშშ-ის ლიდერობა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
როგორც reuters-ი წერს, ბორელმა განაცხადა, რომ აშშ-მ უნდა დაიკავოს თავისი ადგილი, როგორც "მსოფლიოს ძრავმა" და დაეხმაროს მას.
”წელს მსოფლიოში ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება. ამისათვის საჭიროა სოლიდარობა, თანამშრომლობა და საკმაოდ დიდი რესურსი ”, - განუცხადა ბორელმა Reuters- ს ინტერვიუში.
მან დასძინა, რომ ”ეს არის პირველი გლობალური კრიზისი, რომელშიც ამერიკამ ლიდერის პოზიცია დაკარგა და მსოფლიოს სჭირდება ამერიკის ხელმძღვანელობა”.
ბორელის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ვაშინგტონს.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს