ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
ინდონეზიაში კუნძულ სულავესიზე 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად კუნძულ სულავესიზე დაშავებულთა რიცხვი 740-მდე გაიზარდა. მიწისძვრის გამო, 27 800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, სულავესის დასავლეთ ნაწილში, 15 იანვარს მოხდა. რის შემდეგაც 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, თუმცა "აფთერშოკს" არანაირი დაზიანება და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Reuters-ის ცნობით, დაღუპულების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს