Microsoft კოვიდვაქცინირებულებისთვის ციფრულ პასპორტებს შექმნის
უმსხვილესი კომპანიები Microsoft, Salesforce და Oracle გაერთიანდნენ ინიციატივაში, სახელწოდებით "ვაქცინაციის შემოწმების ინიციატივა" (VCI).
ალიანსში ასევე ამერიკული არაკომერციული კლინიკა Mayo და სხვა კომპანიების მონაწილეობენ. მათი მიზანი ვაქცინაციის პასპორტების შექმნაა იმ ადამიანებისთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა.
ვაქცინირებულის სერტიფიკატი სასურველ ციფრულ საფულეში - მაგალითად, Apple Wallet ან Google Pay-ში ინახება. მათ, ვისაც სმარტფონი არ აქვს, QR კოდით დოკუმენტის დაბეჭდვა შეუძლიათ, რომელიც პროცედურის შესახებ ინფორმაციას იქნება დაშიფრული.
ინიციატივის ავტორებს აქვთ მოლოდინი, რომ მთავრობები, ავიაკომპანიები და სხვა სააგენტოები ადამიანებისგან ვაქცინაციის მტკიცებულებების მოთხოვნას მალე დაიწყებენ.
არაკომერციული ფონდ The Commons Project-ის ხელმძღვანელის, VCI- ს წევრის, პოლ მეიერის, თქმით, ელექტრონული პასპორტები მოქალაქეებს პანდემიის შემცირების შემდეგ ცხოვრებას გაუადვილებს. მისი აზრით, ეს ტექნოლოგია დაეხმარება მათ "უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ მოგზაურობას, სამუშაოს, სწავლას და ცხოვრებას, ამასთან მათი მონაცემები კონფიდენციალური დარჩება".
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე