შეუწყვეტენ თუ არა ტრამპს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებისა და ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემას რამდენიმე „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი გეგმავდა.
დოკუმენტი სიმბოლური ხასიათისაა, რადგან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებაზე და მოქმედი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარს ამბობს. ამის შესახებ პენსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისადმი მიწერილ წერილში წერს.
„არ მჯერა, რომ მოქმედების ასეთი კურსი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში შედის ან ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება“, – ნათქვამია პენსის წერილში, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა.
25-ე შესწორება უფლებას აძლევს ვიცე-პრეზიდენტს, შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, როდესაც პრეზიდენტს მოვალეობების შესრულება არ შეუძლია. შესწორების მეოთხე ნაწილი საშუალებას აძლევს ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის უმრავლესობას, გამოაცხადოს პრეზიდენტი მოვალეობის შესასრულებლად უუნაროდ.
25-ე შესწორებაის გამოყენების ალბათობას თავად აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპის თქმით, სიტყვის თავისუფლება აქამდე არნახული თავდასხმის ქვეშაა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ მექსიკის საზღვარზე აღნიშნა, სადაც კედელზე თავისი ავტოგრაფი დატოვა.
მისი თქმით, კონსტიტუციის 25-ე შესწორება მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა იმპიჩმენტს კიდევ ერთხელ უწოდა თაღლითობა და ისტორიაში ალქაჯებზე ყველაზე დიდი ნადირობის გაგრძელება.
„ახლა დროა, ჩვენი ერის გამოჯანმრთელების. მშვიდობისა და სიმშვიდის დროა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე