კორუფციული სკანდალი ესტონეთში - პრემიერი პოსტს ტოვებს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, მმართველი "ცენტრისტული პარტიის" თავმჯდომარე იური რატასი თანამდებობას ტოვებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას კორუფციაში ადანაშაულებენ.
გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ პოსტიდან წასვლას პარტიის გენერალური დირექტორი მიხაილ კორბიც გეგმავს. ისიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი. საუბარია სავარაუდო კორუფციულ დანაშაულზე, რომელიც კომპანია Porto Franco-ს მიერ უძრავი ქონების მშენებლობას ეხება.
"პოლიტიკაში რთული სიტუაციების გადასაჭრელად რთული არჩევანის გაკეთება გიწევს. შექმნილ ვითარებაში, ჩემი ღირებულებებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ესტონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი. შესაძლებლად რამდენიმე გადაწყვეტილება ჩანდა, თუმცა სწორი მხოლოდ ერთია", - წერს რატასი "ფეისბუქზე".
მისი თქმით, გადაწყვეტილება მან "ცენტრისტული პარტიის" საბჭოსა და ფრაქციასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
12 იანვარს ესტონეთის პროკურორმა ტაავი პერნმა განაცხადა, რომ ესტონეთის "ცენტრისტული პარტიის" გენერალური მდივანი მიხაილ კორბი, ფინანსთა მინისტრის მრჩეველი კერსტი კრაჰტი, ბიზნესმენი ჰილარ ტედერი და კიდევ ორი ადამიანი არიან ეჭვმიტანილები კორუფციის საქმეში, რომელიც დეველოპერულ კომპანია Porto Franco-სთვის სახელმწიფო სესხის გაცემას უკავშირდება.
წინასწარი ვერსიით, ტედერი და კორბი შეთანხმდნენ, რომ ადგილობრივი არჩევნების დაწყებამდე ტედერი "ცენტრისტულ პარტიას" 1 მილიონ ევროს შესწირავს, სანაცვლოდ კი ტედერთან დაკავშირებული სასურველ სესხს Porto Franco მიიღებდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე