მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი 118 წლის გახდა
იაპონელი კანე ტანაკა, რომელიც პლანეტის ყველაზე ასაკოვან ქალბატონად ითვლება, დღეს 118 წელი შეუსრულდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NHK ავრცელებს.
ტანაკა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ქალის წოდებას 2018 წლიდან ასრულებს.
2021 წლის მაისში მან ტოკიოს თამაშებისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ესტაფეტაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. გეგმის მიხედვით, ტანაკამ ცეცხლით ხელში ინვალიდის ეტლით 200 მეტრი უნდა დაფაროს.
კანე ტანაკას შოკოლადი და გაზიანი სასმელები უყვარს. ის 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა და აპირებს, 120 წელი იცოცხლოს.
ბოლო მონაცემებით, ამჟამად იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 80 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქედან 88 პროცენტი ქალია.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს