"კავკასიური ექვსეული": რა უთხრა ერდოღანმა პუტინს საქართველოზე?" - რას წერს თურქული გამოცემა
თურქულ გამოცემა "ჰაბერ-7"-ში (Haber-7) გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომელიც "კავკასიურ ექვსეულს" ეხება, საქართველოზე რამდენიმე საინტერესო დეტალია გადმოცემული.
"თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წარმომადგენელმა ომერ ჩელიკმა [ჟურნალისტებთან შეხვედრისას] კომენტარი გაუკეთა პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მიერ წამოყენებულ იდეას "კავკასიური ექვსეულის პლატფორმის" თაობაზე და აღნიშნა:
"ჩვენმა პატივცემულმა პრეზიდენტმა ბატონ ვლადიმერ პუტინს შესთავაზა, "ექვსეულში" საქართველოც ყოფილიყო წარმოდგენილი. თქვენ იცით, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის გარკვეული პრობლემები არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ბატონი პუტინი ჩვენი პრეზიდენტის წინადადებას დაეთანხმა, რაც შორსმხედველურ მიდგომას წარმოადგენს".
ომერ ჩელიკი, ასევე, შეეხო რეგიონის სხვა ქვეყნებისადმი დამოკიდებულებას და განაცხადა: "კავკასიური პლატფორმისადმი ირანიც პოზიტიურადაა განწყობილი. როგორც უკვე ითქვა, "ექვსეულში" წარმოდგენილი იქნება თურქეთი, ირანი, რუსეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი. კონკრეტულად სომხეთთან მიმართებით სიტუაცია ასეთია: ერევანმა უნდა ისარგებლოს შესაძლებლობით და "გაღებული ფანჯარა" უნდა გამოიყენოს.
ტექნიკური მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და რამე უარყოფითი მომენტი არ ფიქსირდება". (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"