ინდოეთში მოსახლეობის 70% ვაქცინაციაზე უარს აცხადებს
ინდოეთის მოსახლეობის 70% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს აცხადებს.
ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Indian Express წერს.
გამოცემის ცნობით, LocalCircles-ის მიერ მომზადებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 18 000-მა ადამიანმა მიიღო.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.
ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, აშშ-ის შემდეგ. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 10 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დაავადებას 145 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე