განათლების მინისტრი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს შეხვდა
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა. მიხეილ ბატიაშვილმა უნივერსიტეტს საბიბლიოთეკო კორპუსის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალი ბიბლიოთეკა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
,,ეს კორპუსი სტუდენტებსა და ლექტორებს დაეხმარება კომფორტულ გარემოში გაეცნონ ახალ ლიტერატურას. აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი. მსგავსი ტიპის ბიბლიოთეკა უცხოეთის სხვა ქვეყნებსაც შეშურდებოდათ. მჯერა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი წარმატებული ახალგაზრდა აღიზრდება, რომელიც არა მხოლოდ იმერეთის, არამედ მთელი საქართველოს სიამაყე იქნება’’-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
შეხვედრაზე მინისტრმა სტუდენტებისა და ლექტორების შეკითხვებასაც უპასუხა.
მიხეილ ბატიაშვილმა უნივერსიტეტის ევროპულ სასწავლო სივრცესთან ინტეგრაციასა და სწავლის თანამედროვე სტანდარტებზეც გაამახვილა ყურადღება. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სამინისტრო ზრუნავს, რომ საქართველოში მიღებული ცოდნა და ქართული დიპლომები აღიარებული იყოს ევროპის ქვეყნების მიერ.
,,ჩვენს ხარისხის სამსახურს შეუძლია გასცეს აკრედიტაცია საერთაშორისო პროგრამებზე სამედიცინო სფეროში. ეს დიდი მიღწევაა. ვცდილობთ, გავხდეთ ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი’’-აღნიშნა განათლების მინისტრმა.
საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, მიხეილ ბატიაშვილმა ეროვნულ ღირებულებების გათავისებაზეც ისაუბრა. როგორც განათლების მინისტრმა განმარტა, შეუძლებელია ევროპულ სტანდარტებთან ზიარება საკუთარი ტრადიციების შენარჩუნების გარეშე.
,,კარგია ინოვაციები, მაგრამ თუ დავივიწყეთ ტრადიციები, ყველაფერი შინაარსს დაკარგავს. ჩვენი რეფორმის ფარგლებში ვცდილობთ სკოლის საფეხურიდან ვაზიაროთ ადამიანები ქართულ კულტურას. თუ ბავშვებმა მთავარი დაკარგეს, არანაირ საერთაშორისო მიღწევას არ ექნება მნიშვნელობა’’-აღნიშნა განათლების მინისტრმა.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი