"დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება"- ზვიად შალამბერიძე
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი აშენდება.
მისი თქმით, კოლეჯში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, განათლება უფასოდ მიიღოს.
"დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება, რომლის მშენებლობა უკვე დავიწყეთ. ეს არის იმ დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც გასულ წელს დაანონსდა. პროფესიული კოლეჯი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულებს გადაამზადებს, რომლებიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმუშავებენ იმ სანატორიუმებსა და სასტუმროებში, რომლიც რეაბილიტაციას წყალტუბოში განხორციელდება. კოლეჯი ფუნქციონირებას დაახლოებით მომავალი წლის ბოლოს დაიწყებს და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, შესაბამისი განათლება უფასოდ მიიღოს.
ჩვენ ვფიქრობთ, რეგიონებში სხვადასხვა ადგილზე კოლეჯების ამოქმედებას. უკვე ვიწყებთ სამტრედიაში, დიდი ჯიხაიშის კოლეჯის რეაბილიტაციას, რომლისთვისაც 5 600 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც პროფილით იქნება აგრარული.ზესტაფონში ფუნქციონირებს კოლეჯი, რომელიც მშენებლების პროფილით ამზადებს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ კოლეჯებში განათლების მიღება არა მხოლოდ ამ რაიონების მოქალაქეებს, არამედ ყველა მსურველს შეუძლია. ყველა კოლეჯში სტუდენტების საცხოვრებლად შესაბამისი ოთახები იქნება", - განაცხადა ხვიად შალამბერიძემ.
ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"