ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო.
წინა წლისგან განსხვავებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, აბიტურიენტებმა რეგისტრაციის პროცესი წელს დისტანციის დაცვით გაიარეს. საგამოცდო ცენტრებში შესვლამდე მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ.
აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
საგამოცდო პროცესში რეგისტრაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე გაეცნო. მისი განცხადებით, ყველა საგამოცდო ცენტრი შეუფერხებლად გაიხსნა.
,,დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს. ისინი პირველ რიგში, განთავსდებიან დისტანციის დაცვით ეზოში და ეტაპობრივად გადავლენ სექტორებში, სექტორებში შესვლის წინ გაივლიან დეზობარიერებს, თერმოსკრინინგს, ამის შემდეგ მათ შეამოწმებს დაცვის პოლიცია, რომ არ შეყვეთ რომელიმე ნივთი, რომელიც არ არის დაშვებული", - განაცხადა გორგოძემ.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ალტერნატიული წესი მოქმედებს.
,,ისინი თუ ვერ მოახერხებენ დღეს გამოცდაში მონაწილეობას, ალტერნატიული წესით ჩაირიცხებიან, ამიტომ, ამ მხრივ პრობლემა არ ექნებათ. მომავალი სამი დღე იქნება ქართულის გამოცდა. იცით, რომ დღეების რაოდენობა გახანგრძლივდა, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს თითოეული გამოცდა", - განაცხადა სოფო გორგოძემ.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს