რას სთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართველ და უცხოელ სტუდენტებს
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 150 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული.
ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა სწრაფი ტემპებით ვითარდება და მოიცავს სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად, ახალი კამპუსებისა და პროგრამების დამატების პარარელურად გაგრძელდება.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარებისთვის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მიერ ერთი მილიარდი ევროა გამოყოფილი და იგი სრულად ხმარდება უნიკალური საგანმანათლებლო ჰაბის მშენებლობას საქართველოში, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არის.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) პარტნიორი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტია (TUM). KIU-ს საპატიო პრეზიდენტი კი TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანია. აკადემიური პერსონალი შედგება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესორ-მასწავლებლებისგან.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება, ხოლო წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სასწავლო და საცხოვრებელი გრანტები. ასევე, მათთვის დაგეგმილია სხვადასხვა სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამები.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართველ და უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს: თანამედროვე ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამებს, ევროპული სტანდარტის განათლებას, ინტერდისციპლინურ პროგრამებს, ცოდნის გამოყენებაზე ორიენტირებულ სწავლებას, სტუდენტების სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამებს, მულტიკულტურულ სტუდენტურ გარემოს, საერთაშორისო აკადემიურ პერსონალს, ელექტრონულ და ინტერაქტიულ სწავლებას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
https://www.facebook.com/KutaisiInternationalUniversity/
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ