14 აპრილი, დღე რომლითაც ქართველი ერი ვამაყობთ
მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ.
“მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ.”- (იაკობ გოგებაშვილი)
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება, რომელიც 1990 წლიდან დაწესდა.
იაკობ გოგებაშვილმა ”დედა ენა” 1865 წელს შეადგინა . “ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეებისთვის”, ოცწლიანი მეთოდოლოგიური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური დახვეწის შემდეგ 1876 წელს, გამოსცა ქართული ენის ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლებისათვის – ”დედაენა”.
„დედა ენის“ წარმატება და პოპულარიზაცია განაპირობა წიგნში ჩადებულმა მაღალმა დიდაქტიკურ-მეთოდიკურმა პრინციპებმა, რომელიც გამსჭვალულია ხალხურობის სულისკვეთებით. “დედა ენაში” ჩადებულია ფსიქოლოგიური საფუძველი, რომელმაც, მოგვიანებით, მსოფლიო აღიარება მოიპოვა. იაკობი ბავშვებში შეუცნობელის შეცნობის წყურვილს აღვივებდა და ქართული ანბანის შესასწავლად განაწყობდა.
ამ არაჩვეულებრივი განძის წარსული კი უძველესი დროიდან მომდინარებს, ქართული დამწერლობის და ხელნაწერების ისტორიიდან. ქართული დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, რომელიც გამოირჩევა სიმარტივითა და სიცხადით.
„ ოცდაექვსი საუკუნის წინათ
ქმნიდნენ ქართულ ანბანს
ხელნაწერნი განვლილ დროის
მოგვითხრობდნენ გმირთა ამბავს...“
(გალაკტიონ ტაბიძე)
ძველი ქართული ხელნაწერების ბედი, საოცრად ჰგავს ჩვენი წინაპრების ცხოვრებას, უზოუკლოდ დაკარგვა და გაუჩინარება... ეს ყველაფერი ჩვენი უძვირფასესი და უიშვიათესი ხელნაწერების თავს ტრიალებდა. იმ ხელნაწერების, რომლებშიც ჩაწნული იყო ჩვენი საამაყო ენა და ლიტერატურა, კულტურა, დიდებული ტრადიციები, ყველაფერი ის რითაც ვამაყობთ და ვიამაყებთ ქართველი ერი.
ძველი ქართული ხელნაწერები სულიერი ხასიათის თხზულებებს შეიცავს და ქრისტიანულ სარწმუნოების განმტკიცებას ისახავს მიზნად, მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიბლიურ ტექსტებს, ძველი და ახალი აღქმის წიგნებს.
ჩარლზ ელიოტმა რომელიც წლების განმავლობაში ჰარვარდის პრეზიდენტი იყო განაცხადა: „მე მხოლოდ ერთ სულიერ შენაძენს ვაღიარებ, როგორც მამაკაცის ან ქალის განათლების აუცილებელ ნაწილს, მე მხედველობაში მაქვს მშობლიური ენის ზუსტი და დახვეწილი ხმარება“.
სპეციალურად FirstNews.ge -თვის მარკეტინგის მენეჯერის ნათია ბეგლარაშვილის ბლოგი.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"