მუცლადმყოფი ბავშვის გულის დეტალური სურათი შექმნეს
ლონდონში King's College-ის მკვლევრებმა მუცლადყოფნის პერიოდში
ბავშვის გულის უპრეცედენტო სურათი შექმნეს. ფეხმძიმე ქალები სკანირებას გადიოდნენ MRI-აპარატში, ხოლო კომპიუტერები მათი შვილების გულის 3D-ფორმატს ქმნიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეცნიერების თქმით, მათი მეთოდი მარტივად შეიძლება ჩაუშვან ჩვეულებრივ საავადმყოფოებში და შემოწმების დროს, მშობლები შეძლებენ თვალსაჩინოდ დაინახონ, როგორ ძგერს ბავშვის გული. გარდა ამისა, მკვლევარები აცხადებენ, რომ გულის დეტალური გამოსახვით შესაძლებელია ნაადრევ პერიოდში დადგინდეს, აქვს თუ არა ნაყოფს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე