ვულოცავ ჩვენს პედაგოგებს პროფესიულ დღესასწაულს და ახალი სასწავლო წლის დაწყებას! - დავით ერემეიშვილი
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში მიღება მოუწყვეს ამაგდარ და წარმატებულ პედაგოგებს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ 6 ამაგდარი და ღვაწლმოსილი პედაგოგი დააჯილდოეს.
შეხვედრას ესწრებოდა იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ლევან კიკნაველიძე.
მედეა კალანდარიშვილს, ეთერ ბალანჩივაძეს, ვალენტინა ჩირგაძეს, ქეთევან ასათიანს, შაზინა ზურაბიანს და როზა დევდარიანს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
„ვულოცავ ჩვენს პედაგოგებს პროფესიულ დღესასწაულს და ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღეს იმ ამაგდარ მასწავლებლებს შევხვდით, რომლებიც ათწლეულებია მომავალი თაობის აღზრდის რთულ და საპატიო მისიას ასრულებენ. მათი ღვაწლის დაფასება ჩვენი ვალია. მადლობა თითოეულ მასწავლებელს! დიდხანს და მხნედ ემსახურონ სკოლას და განათლებას!“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ ორგანიზებული ამაგდარ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება ტრადიციულად , ყოველ წელს იმართება.

სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე