სკოლები სწავლის დასაწყებად მზადაა - განათლების სამინისტრო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით 4 ოქტომბერს სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს საჯარო და კერძო სკოლები მზად არის.
სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რაც ვირუსის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.
სკოლები აღიჭურვა ჰიგიენური საშუალებებით. დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით.
ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის არის მობილიზებული.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს