ფრანკფურტის რივერ ბენქის ფესტივალზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

24-26 აგვისტოს, ფრანკფურტის River Bank Festival-ზე, რომელსაც ყოველწლიურად სამი მილიონი ტურისტი სტუმრობს, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.
სამი დღის მანძილზე, დაგეგმილია კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკალური ჯგუფები და შესმრულებლები: ჯაზ-სექსტეტი QUINTESSENCE, ანსამბლი ,,ირიაო“, KORDZ / Zagareli & Strings, ლუკა ნაკაშიძე და მიშო ურუშაძე, ნინო ქათამაძე და ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმები და ბრასი; ასევე ბავშვთა ანსამბლი „პატარა გეორგიკა“ და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ლაპრები“.
ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ხელოვნება - ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკოს-შემსრულებლები; ინტერაქციასა და სანახაობრივ ელემენტებს პანტომიმისა და მოძრაობის თეატრები წარმოადგენენ, ბავშვებისათვის გაიმართება თოჯინური ოპერის სპექტაკლი. პროექტის - ,,სუვენირები საქართველოდან“ ფარგლებში, ანბანის თემაზე ქართული სუვენირების მომზადების პროცესში ჩაერთვებიან ბავშვები; მოეწყობა ასევე, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაცია.
2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანაა. მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება და აღნიშნული ფესტივალი მისი ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.
ფესტივალზე ასევე მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე