როგორ მზადდება ნამდვილი რაჭული შქმერული და რომელი ღვინო ეხამება მას
შქმერული ძველი რაჭული კერძია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია ქართულ რესტორნებში. აღსანიშნავია, რომ შქმერულის სახელწოდება რაჭის სოფელ შქმერიდან მოდის.
ინგრედიენტები:
ქათამი 1 კგ
დაჭყლეტილი ნიორი 1 სკ
რძე 1 ჭიქა (250 მლ)
მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ქათამი ან წიწილა კარგად გავასუფთავოთ, გავჭრათ შუაზე, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი. დავდოთ ქათამი კანიანი მხრიდან კარაქიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე, რათა კანი სწრაფად დაიბრაწოს. ზემოდან სპეციალური, მძიმე თუჯის თავსახური-პრესი დავადოთ, მისი დიამეტრი ტაფისაზე ოდნავ ნაკლები უნდა იყოს, რათა უშუალოდ ქათამს ეხებოდეს. თუ ასეთი თავსახური არ გვაქვს, სხვა ნებისმიერიც გამოდგება, ზემოდან კი მძიმე ნივთი დავადოთ.
6-7 წუთში ქათამი შევამოწმოთ, თუ კანი საკმაოდ დაბრაწული და კრაწუნაა, გადავაბრუნოთ, ისევ დავახუროთ მძიმე თავსახური და ცეცხლს ცოტა დავუწიოთ.
შემწვარი ქათამი ტაფიდან გადმოვიღოთ და დავჭრათ. გადავიტანოთ კეცზე. ტაფაში კი, სადაც ქათამი შეიწვა, დარჩენილ ცხიმში დაჭყლეტილი ნიორი მოვშუშოთ. ნიორი წვნიანი უნდა იყოს, ანუ აუცილებლად დავჭყლიტოთ და არა დანით დავჭრათ. ვშუშავთ მსუბუქად, რომ არ დაიწვას. ფერს რომ ოდნავ შეიცვლის, დავასხათ 1 ჭიქა რძე (ვისაც რძე არ უყვარს, წყალი ან 10%-იანი ნაღები) წამოვადუღოთ 2-იოდე წუთი და დავასხათ ქათამს.
ღვინოსთან შეხამება
შქმერული ნივრის მაღალი შემცველობის გამო, ღვინოსთან საკმაოდ რთულად შესახამებელი კერძია და მას, როგორც წესი, ხილის არაყს აყოლებენ ხოლმე. რაჭაში შქმერულს ასევე კარგად უხამებენ მშრალად დაყენებულ რაჭულ მუჯურეთულს. მუჯურეთულისა და ალექსანდროულისგან, როგორც იცით, მზადდება ცნობილი ნახევრად ტბილი ღვინო "ხვანჭკარა", თუმცა, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოების შქმერულთან შეხამებას არ გირჩევთ.
შქმერულის ყველაზე კარგად მშრალად დაყენებული მუჯურეთული შეეხამება.
allwine.ge
სიახლეები
- “საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო; არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ ხოლმე” - მდინარაძე ოპოზიციაზე
- ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა
- ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი არსებობას ვეღარ გააგრძელებს
- “ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის მოყვანა” - კახა კალაძე
- ბადრიჯანი პამიდვრით