ფხვიერი ორცხობილა "ქრიზანთემა" - გემო ბავშვობიდან
ინგრედიენტები
- შაქარი - 1 ჭიქა
- კვერცხი - 3 ცალი
- სოდა ძმრით - 0,5 ჩ/კ
- კარაქი - 250 გ
- ფქვილი - 2,5-3 ჭიქა
- შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადების წესი:
დაჭერით კარაქი, რათა ადვილად დარბილდეს. დიდ ჯამში ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ სოდა ძმრით და კიდევ ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ დარბულებული კარაქი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი! უმატეთ იქამდე, სანამ ცომის თქვეფა მიქსერით არ გაგიჭირდებათ. შემდეგ შეცვალეთ მიქსერი ხის კოვზით.
როცა ცომი კარგად გასქეოლედება, გააგრძელეთ მოზელა ხელით.
ცომი არ უნდა გეკროდეთ ხელზე. მზა ცომი დააგუნდავეთ და შეფუთეთ ცელოფანში, შეინახეთ მაცივარში.
ამასობაში გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. მოამზადეთ ხორცისსაკეპი მანქანა!
ფირფიტაზე მოაყარეთ ფქვილი ან დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და მოაჭერით დაახლოებით მეოთხედი, დანარჩენი შედგით უკან მაცივარში.
მიეცით ცომს ძეხვის ფორმა და გაატარეთ ხორცის საკეპის მსხვილ ბადეზე.
გამოუშვით 5-7 სმ-ით ცომი და მოჭერით დანით. ასე ორცხობილის სწორ ფორმას მიიღებთ – გაფურჩქნილ ყვავილს.
მოათავსეთ "ყვავილები" ფირფიტაზე. ასე გაატარეთ დანარჩენი ცომიც. ეცადეთ, გააკეთოთ ყველაფერი სწრაფად, რათა ცომი არ დარბილდეს და არ დაკარგოს ფორმა.
ფირფიტა შედგით ღუმელში და აცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში.
გაცივებულ ორცხობილას მოაყარეთ შაქრის პუდრა!
gemrielia.ge
სიახლეები
- “საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო; არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ ხოლმე” - მდინარაძე ოპოზიციაზე
- ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა
- ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი არსებობას ვეღარ გააგრძელებს
- “ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის მოყვანა” - კახა კალაძე
- ბადრიჯანი პამიდვრით