შოკოლადის ტრუფელების საუკეთესო რეცეპტი!
ინგრედიენტები
- შოკოლადი - 500 გ
- მოხარშული შესქელებული რძე - 200 გ
- ნაღები - 100 მლ
- ვისკი - 4 ს/კ
- კაკაო - ამოსავლებად
მომზადების წესები
ყველა ინგრედიენტი, ვისკის გარდა, მოათავსეთ თასში და გაადნეთ ორთქლზე. კარგად აურიეთ რომ მიიღოთ ერთგვაროვანი, პრიალა მასა. შეგიძლიათ , დაუმატოთ 2 ჩ.კ კაკაოც. გადმოიღეთ ორთქლიდან და შეაგრილეთ, დაამატეთ ვისკი და ისევ კარგად მოურიეთ. გააციეთ და შედგით მაცივარში 1 ღამით.
შემდეგ გააკეთეთ პატარა გუნდები და ამოავლეთ კაკაოში ან დაფქულ თხილში.
გემრიელად მიირთვით!
gemrielia.ge
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო