ცივი დესერტი „ნაყინის მაგიერ“ - შოკოლადისა და ბანანის ჰაეროვანი სუფლე
ინგრედიენტები
- რძე - 2.5% - 300 მლ
- ბანანი - 1 ც
- კაკაო - 1.5-2 სკ
- ჟელატინი - 10 გ
- წყალი - 40 მლ
- თაფლი, ნეკერჩხლის ან აგავის სიროფი ან სხვა ნებისმიერი დამატკბობელი - 2 სკ
მომზადების წესები
ჟელატინი წყალში დაალბეთ, 10-15 წთ გააჩერეთ.
ბანანი დაჭერით, დაუმატეთ კაკაო, რძე და დამატკბობელი. კარგად დააბლენდერეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ გამდნარი ჟელატინი (ჟელატინის გადნობა მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე შეგიძლიათ).
გადაანაწილეთ სითხე ჭიქებში და შედგით მაცივარში 3-4 საათით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს