როგორ შევწვათ ქათამი ტაფაზე იდეალურად? გამოდის ძალიან არომატული!
ინგრედიენტები
- ქათამი (მთლიანი)
- ნიორი - 6 კბილი
- ქინძი - 20 გ
- მარილი - 1 ს/ლ
- პილპილი - 1 ჩ/კ
- ხმელი სუნელი - 1 ჩ/კ
- დაფქული პაპრიკა - 1 ჩ/კ
- კარაქი - 3 ს/კ
- წყალი - 230 მლ
მომზადების წესები
გაასუფთავეთ და გაჭერით ქათამი ზუსტად ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული.

მოაყარეთ მარილი და წიწაკა ორივე მხრიდან.

გააცხელეთ ტაფა, ჩაადნეთ კარაქი და მოათავსეთ ქათამი გულ-მკერდით.

დაახურეთ თეფში, რომელიც დიამეტრით ტაფაზე პატარა იქნება და დაადეთ ზემოდან რაიმე მძიმე, მაგალითად წყლით სავსე ჯამი. მთავარია დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი მყარადაა. ასე შეწვით ქათამი ორივე მხრიდან.

სანამ ქათამი შეიწვება, დაიწყეთ სოუსის მომზადება.
წვრილად დაჭერით ნიორი და ქინძი. თასში მოათავსეთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, პაპრიკა, ხმელი სუნელი, წყალი და მოურიეთ კარგად. სოუსი მზადაა!

მოასხით სოუსი ქათამს, დაახურეთ თავზე და 7 წუთი დაბალ ცეცხლზე დატოვეთ.

გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს