უმარტივესი შოკოლადის ნამცხვარი მინანქრითა და ქოქოსის ფანტელებით
ინგრედიენტები
- ფქვილი - 210 გ
- კაკაო - 35 გ
- შაქარი - 180 გ
- მწიკვი ვანილი
- მარილი – 0,5 ჩაის კოვზი
- გამაფხვიერებელი - 10 გ
- რძე - 240 მლ
- ზეთი - 75 მლ
მინანქარი
- შოკოლადი - 1 ფილა
- რძე - 3-4 სკ
- ქოქოსის ფანტელი - 20 გ
მომზადების წესები
ფქვილს დაუმატეთ შაქარი, კაკაო, გამაფხვიერებელი, მარილი და მწიკვი ვანილი. ამოურიეთ. დაუმატეთ რძე და ზეთი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გამოსაცხობ ფორმაში (18 სმ დიამეტრი) პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ, ცხიმი წაუსვით და ცომი გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 45 წუთით. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.
შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ, რძე დაუმატეთ და კარგად მოურიეთ. გადაასხით ნამცხვარს და ქოქოსით მორთეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე