დიეტური დესერტი მხოლოდ 4 ინგრედიენტით - ცხობის, შაქრის, ფქვილისა და ჯელატინის გარეშე
ინგრედიენტები
- ფინიკი - 250 გ
- ნიგოზი - 150 გ
- ხაჭო - 300 გ
- ბანანი - 1 ც
მომზადების წესები
ფინიკს მდუღარე წყალი დაასხით და 5 წთ-ით დააყოვნეთ. შემდეგ გადაწურეთ, დაუმატეთ ნიგოზი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ფორმაში (18 სმ დიაამეტრის) სამზარეულოს ცელოფანი ჩააფინეთ და მასა გადაიტანეთ. გადაანაწილეთ ზედაპირზეც და გვერდებზეც.
ხაჭო ბანანთან ერთად დააბლენდერეთ და გადაიტანეთ ფორმაში. სურვილისამებ, მორთეთ გამდნარი შავი შოკოლადით. შედგით მაცივარში 2-3 საათით ან მთელი ღამით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო