ყველაზე ფერადი და კაშკაშა რატატუი
ინგრედიენტები
სოუსისთვის:
- ტკბილი წიწაკა, წითელი - 2 ცალი
- პომიდორი - 2-3 ცალი
- ხახვი - 1 თავი
- ნიორი - 3 კბილი
- ხმელი ქონდარი, ორეგანო, ბაზილიკი - სურვილისამებრ
- ბადრიჯანი - 2 ცალი
- ყაბაყი - 2 ცალი
- პომიდორი - 4-6 ცალი
- ქონდარი
- ნიორი - 3 კბილი
- მოცარელა - სურვილისამებრ
მოამზადეთ სოუსი:
ხახვი დაჭერით წმინდად და მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა და ხრაკეთ კიდევ 5 წუთი. პომიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი, გააცალეთ კანი და დაჭერით პატარა კუბიკებად. დაუმატეთ ხახვს და წიწაკას და ხრაკეთ კიდევ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ წმინდად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი და თუშეთ კიდევ 5 წუთი. მზა სოუსი დააბლენდერეთ და დააბრუნეთ ცეცხლე. მოთუშეთ კიდევ 5 წუთი და დაუმატეთ სურვილისამებრ ორეგენო, ბაზილიკი და ქონდარი.
ახლა მოამზადეთ ბოსტნეული. დაჭერით ბადრიჯანი და ყაბაყი თანაბარ წრეებად. ბადრიჯანს დააყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გადაავლეთ წყალი და გაწურეთ. დაჭერით მოცარელაც ყაბაყის და ბადრიჯნის ზომაზე.
აიღეთ ფორმა და ჩალაგეთ დაჭრილი ინგრედიენტები ერთმანეთის მონაცვლეობით მჭიდროდ. მოასხით სოუსი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. სურილისამებრ დაადეთ ქონდრის რამდენიმე ღერი. გადააფარეთ ფოლგა და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 50-60 წუთის შემდეგ მოხსენით ფორმას ფოლგა და შეაბრუნეთ რატატუი კიდევ 20 წუთით ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა