კალცონე - დახურული პიცა
ამ ღვეზელის ლეგენდა ასეთია:
პიცაიალოებმა გადაწყვიტეს გაეოცებინათ ერთ-ერთი რესტორნის სტუმრები და გადაწყვიტეს, დახურული პიცა გამოეცხოთ და ეს ღვეზელი მალე ტრადიციულ ღია პიცაზე პოპულარული გახდა.
ინგრედიენტები
- ფქვილი - 500 გ
- წყალი - 320 მლ
- ზეითუნის ზეთი - 6 ს/კ
- მშრალი საფუარი - 7 გ
- შაქარი - 3 ჩ/კ
- მარილი - 3 ჩ/კ
- კვერცხის გული - 1 ცალი
- პომიდორი - 3 ცალი
- ტომატპასტა - 90 გ
- პილპილის ნარევი: - 1 ჩ/კ
- ხმელი ორეგანო - 1 ჩ/კ
- იტალიური სუნელები (ორეგანო, როზმარინი, ბაზილიკი) - 1 ჩ/კ
- ნიორი - 3 კბილი
- საქონლის ხორცის ფარში - 400 გ
- ღორის ხორცის ფარში - 400 გ
- ხახვი - 1 თავი
- მოცარელა - 100 გ
- ზეთი - 4 ს/კ
ღრმა ჯამში აურიეთ ნახევარი შაქარი 250 მლ წყალში, დაუმატეთ საფუარი და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, ასევე 1 ჩ/კ მარილი და ფქვილი, მოზილეთ ცომი, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 60 წუთი.
აადუღეთ წყალი და დაასხით პომიდვრებს. გააჩერეთ.
აფუებული ცომს დაუმატეთ დარჩენილი ზეითუნის ზეთი, ჩაზილეთ და კვლავ გააჩერეთ 1 საათით.
გაფცქვენით პომიდორი, დაჭერით და დააბლენდერეთ ნიორთან ერთად.
გადმოასხით მიღებული მასა მშრალ ტაფაზე, დაუმატეთ დარჩენილი წყალი, ტომატპასტა, 1 ჩ/კ მარილი და დარჩენილი შაქარი, ორეგანო და 0,5 ჩ/კ იტალიური ხმელი ბალახები. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
ცალკე ჯამში აურიეთ ორივე სახეობის ხორცი, 1 ჩ/კ მარილი, პილპილის ნაზავი და 0,5 ჩ/კ იტალიური ხმელი ბალახები.
გაახურეთ ტაფაზე ზეთი (3 ს/კ)/ დაჭერით ხახვი კუბიკებად და მოხრაკეთ ზეთში, შემდეგ დაუმატეთ ხორცის ფარში და თუშეთ ბოლომდე.
აიღეთ ღუმელის ფირფიტა, გადმოაბრუნეთ, მოაყარეთ ფქვილი. გააბრტყელეთ ცომი ორ ფირფიტად. წაუსვით ერთ ფირფიტას ტომატის სოუსი, მოაყარეთ ხორცის ფარშის მასა, დაახეხეთ მოცარელა, დააფარეთ ცომის მეორე ფირფიტა და კარგად შეუწებეთ კიდეები.
ათქვიფეთ კვერცხის გული 1 ს/კ ზეთთან ერთად და წაუსვით ღვეზელს ზედაპირზე.
მოათავსეთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.
მიირთვით ცხელ-ცხელი!
სიახლეები
- “დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები ამოქმედდა - 4 ოქტომბერს გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება” - ცესკო
- “საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი” - ირაკლი კობახიძე
- “ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება” - შემოსავლების სამსახური
- “ენერგომატარებლების გაიაფება ომს შეაჩერებს” - ტრამპი
- ძველი აეროდრომი ახალი მიზნებისთვის – აშშ წყნარ ოკეანეში პოზიციებს აძლიერებს