ღვთაებრივი შოკოლადის ტორტი „ესკიმო“ - ისეთი გემრიელია, ხშირად მოამზადებთ
ინგრედიენტები
ბისკვიტი
- კვერცხი - 4 ც
- შაქარი - 180 გ
- წყალი - 100 მლ
- ფქვილი - 130 გ
- გამაფხვიერებელი - 1 სკ
- კაკაო - 2-3 სკ
- კვერცხი - 2 ც
- შაქარი - 60 გ
- შედედებული რძე - 0,5 ჭიქა
- ვანილი
- ფქვილი - 3 სკ
- რძე - 250 მლ
- კარაქი - 250 გ
- რძე - 200 მლ
- შაქრის ფხვნილი - 2 სკ
- კაკაო - 3 სკ
- შაქარი - 3 სკ
- არაჟანი - 3-5 სკ
- კარაქი - 50 გ
ბისკვიტი:
კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. გათქვიფეთ ორივე. შაქრის ნახევარი ცილას დაუმატეთ, ნახევარი - გულებს და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ თეთრ, მყარს მასას არ მიიღებთ. ამოყავნილ კვერცხის გულს დაუმატეთ წყალი და ამოურიეთ. ეს მასა დაუმატეთ ცილას და გააგრძელეთ თქვეფა დაბალ სიჩქარეზე.
ერთად გაცერით ფქვილი და კაკაო და დაუმატეთ ცომს გამაფხვიერებელთან ერთად. ცომი გადაიტანეთ ქაღალდდაფენილ გამოსაცხობ ფორმაში (22 სმ დიამეტრი) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთით.
კრემი:
ქვაბში გადაიტანეთ კვერცხი, გათქვიფეთ. დაუმატეთ შაქარი და შედედებული რძე, ვანილი და ფქვილი. ამოურიეთ და ეტაპობრივად დაუმატეთ რძე. გამუდმებით ურიეთ და ტემპერატურას მინიმალურამდე დაუწიეთ. როცა ერთგვაროვან მასას გასქელებამდე მიიყვანთ, გათიშეთ. მასა ჯამში გადაიტანეთ და გათქვიფეთ ვანილთან ერთად. მიქსერით გათქვიფეთ კარაქი გათეთრებამდე და ეტაპობრივად დაუმატეთ გაგრილებული კრემი.
ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად. მოიმარჯვეთ ტორტის ფორმა. ჩადეთ პირველი ფენა და დანამეთ. მასზე მოათავსეთ მთელი კრემი და დაადეთ მეორე ფენა თავის ქაღალდიანად. შედგით ტორტი მაცივარში 3-4 საათით.
მინანქარი:
ქვაბში მოათავსეთ კაკაო, შაქარი, კარაქი, არაჟანი. დაბალ ცეცხლზე დადგით და გამუდმებით ურიეთ. კარაქი რომ სრულად გადნება და ერთგვაროვან მასას მიიღებთ, მინანქარი მზად არის. შემთბარი მინანქარი მოასხით ფორმიდან ამოღებულ ტორტს. შედგით მაცივარში, სულ მცირე, 1-2 საათით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ბადრიჯანი პამიდვრით
- “მედიის თავისუფლება არ ნიშნავს ზედმეტ უფლებას და არც ალიბს უცხოური ჩარევისთვის” - ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
- “დეზინფორმაციაა, თითქოს დამკვირვებლები არ იქნებიან ამ არჩევნებში, ეუთო/ოდირი, როგორც წესი, თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურად არ ერთვება” - გიორგი კახიანი
- “5-იანის ქვეშ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს სრულიად გამორიცხულია, არც 9 ნომრის ქვეშ მონაწილეობას არ ვთავაზობთ ჩვენს კოლეგებს” - ირაკლი კუპრაძე
- “ომს ომით ვუპასუხებთ, დაბომბვას დაბომბვით, ირანი არ დაემორჩილება არცერთ მოთხოვნას ან დიქტატს” - აიათოლა ალი ხამენეი