მარწყვის ჩიზქეიქი არაჟნით
ინგრედიენტები
- მარწყვი - 400 გ
- არაჟანი - 450 გ
- რძე - 200 მლ
- შაქარი - 150 გ
- ჟელატინი - 20 გ (სწრაფადმოქმედი)
- დაფხვნილი ორცხობილა - 100 გ
მომზადების წესები
დააქუცმაცეთ ქარხნული ორცხობილა, დაუმატეთ 100 გ არაჟანი და ამოურიეთ (შეურიეთ 1 სკ კაკაოც, თუკი კაკაოს ფენა გსურთ). ეს მასა გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში.
ბლენდერში მოათავსეთ მარწყვი, არაჟანი და შაქარი. კარგად დააბლენდერეთ. ჟელატინი გახსენით თბილ რძეში და დაუმატეთ მარწყვის მასას. კვლავ დააბლენდერეთ. ეს მასა გადაიტანეთ ფორმაში და შედგით მაცივარში 6 საათით, სულ მცირე, ან მთელი ღამით.
მორთეთ მარწყვით და მიირთვით!
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო