იტალიური პასტა უმარტივესად, მინიმალური ინგრედიენტებით
ინგრედიენტები
- პასტა ( სასურველია ფარფალე ) - 170 გ
- საქონლის ფარში - 450 გ
- დაჭრილი მწვანე ხახვი - 70 გ
- სალსას სოუსი - 250 გ ( შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალში გახსნილი ტომატპასტა / პომიდვრის წვენი)
- ყველი ჩედარი - 170 გ
მომზადების წესები
1. საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ საქონლის ფარში.

2. ამის შემდეგ დაუმატეთ სალსა და მწვანე ხახვი. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, 5 წუთის განმავლობაში.

3. დაუმატეთ მოხარშული პასტა, ურიეთ 3-5 წუთი, ზემოდან მოაყარეთ ყველი, დაახურეთ თავზე და დაელოდეთ, სანამ გადნება.

გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს