როგორ მოვამზადოთ სააღდგომო პასკა
ინგრედიენტები
ცომი:
- კვერცხი - 2 ცალი
- შაქარი - 1 ჭიქა
- თბილი რძე - 1 ჭიქა
- საფუარი ნედლი - 50 გ
- კარაქი - 200 გ
- მწიკვი ვანილი
- ფქვილი - 3 ჭიქა
- ქიშმიში - 1 ჭიქა
- კვერცხის ცილა - 2 ცალი
- შაქარი - 100 გ
- ლიმონის წვენი - 1/2 ჩ/კ
წინა საღამოს ჯამში (ოღონდ არა ალუმინის, რადგან მასას აამჟავებს) მოათავსეთ დაჭრილი ნედლი საფუარი, 1 ჭიქა თბილი რძე, ოთახის ტემპერატურის დაჭრილი კარაქი, კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, წინასწარ მდუღარეგადავლებული და გაწურული ქიშმიში, აურიეთ. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ მთელი ღამით.
დილით დაუმატეთ ფქვილი და ვანილი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
წაუსვით ზეთი პასკის ფორმებს და აავსეთ ფორმა მიღებული მასის ½-ით . ქაღალდის ფორმებს ზეთის წასმა არ დაჭირდება. გააჩერეთ, სანამ მასა არ გაორმაგდება.
აცხვეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში.
მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. თუ მშრალი ამოვიდა - პასკა მზად არის!
მოამზადეთ მინანქარი:
ათქვიფეთ ცივი კვერცხის ცილა, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 100 გ შაქარი, ათქვიფეთ მკვრივი მასის მიღებამდე. წაუსვით პასკებს და მორთეთ საკონდიტრო მოსართავებით თქვენი ფანტაზიით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს