"მადამ ბოვარი" - ჩემი ოჯახის საყვარელი კერძი
ინგრედიენტები:
- კარტოფილი - 1 კგ
- ხახვი - 100 გ
- ტკბილი წიწაკა, წითელი - 100 გ
- კვერცხი - 2 ც
- მარილი
- სულგუნი - 200 გ
- მაიონეზი - 200 გ
- ნიორი - 20 გ
- წითელი წიწაკა, დაფქული - გემოვნებით
- შავი პილპილი
- საქონლის ხორცის ფარში - 500 გ
მომზადების წესები:
კარტოფილი უნდა იყოს წინასწარ მოხარშული ან თუნდაც შემწვარი. მაგალითად, თუ წინა სადილიდან შემწვარი კარტოფილი დაგრჩათ, გამოიყენეთ ამ კერძში.
თუ საქონლის ან ღორის ფარშით აკეთებთ, წინასწარ მოშუშეთ ცხელ ტაფაზე წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. დაამატეთ მარილი და პილპილი. თუ ქათმის ფილეთი აკეთებთ, მთლიანი ფილე შეწვით ან მოხარშეთ და შემდეგ დაჭერით. თხლად დაჭერით ბულგარული წიწაკა და ხახვიც. წიწაკა თუ არ გიყვართ, შეგიძლიათ გამოტოვოთ.
მაიონეზს დაამატეთ გაჭყლეტილი 1 კბილი ნიორი და წიწაკა. როგორც უკვე ვთქვით, შეგიძლიათ ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაანაცვლოთ არაჟნით.
ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით ცხიმი. ჯერ დაალაგეთ დაჭრილი კარტოფილი, შემდეგ ფარში ან ქათმის ფილე, შემდეგ დაჭრილი ბულგარული და თხლად დაჭრილი ხახვი . ფარშის გამოყენების შემთხვევაში ხახვი მასვე ემატება, ფილეს გამოყენების დროს კი ცალკე ფენად ემატება წიწაკასთან ერთად. შემდეგ გაანაწილეთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოასხით მაიონეზი. კარგად გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე. შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 15-20 წუთით.
კერძს შეიძლება ერთ ფენად დაემატოს რგოლებად დაჭრილი პომიდორიც.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა