ძალიან გემრიელი და უმარტივესი სალათა ქორფა კიტრისა და კვერცხისგან
ინგრედიენტები
- კიტრი - ქორფა, 500 გ
- კვერცხი - 4 ცალი
- ნიორი - 1 კბილი
- კამა - 1 კონა
- წითელი ხახვი - 1 თავი
- ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
- გოგრის თესლი - გარჩეული, 20 გ
- მზესუმზირა - გარჩეული, 20 გ
- შავი პილპილი - გამოვნებით
- დაფქვილი წითელი წიწაკა - გემოვნებით
- არაჟანი - ან ნატურალური იოგურტი, 100 გ
- მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
მოხარშეთ კვერცხი მაგრად. გადაავლეთ ცივი წყალი და გაფცქვენით. დაჭერით პატარა ნაჭრებად.
გარეცხეთ კიტრი, გაფცქვენით და დაჭერით წვრილად.
ნიორი დაჭყლიტეთ, ხახვი დაჭერით წვრილად.
გაახურეთ ტაფაზე ზეთი და მოხრაკეთ კიტრი ნიორთან, ხახვთან მარილთან და წიწაკასთან ერთად 6-7 წუთის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში. როცა მოშუშული კიტრი გაცივდება, გადაუღვარეთ ზედმეტი ზეთი და კიტრის წვენი, თუ გამოუშვა.
გარეცხეთ კამა და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით. დაჭერით წვრილად და შეურიეთ არაჟანში, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
მოშუშულ კიტრს დაუმატეთ დაჭრილი კვერცხი და მოასხით არაჟნის (ან ნატურალური იოგურტის) სოუსი. ფრთხილად ამოურიეთ და მოაყარეთ გოგრის თესლი და მზესუმზირა.

სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს