ტარტ ტატენი არაჟნიანი ცომით
ინგრედიენტები
ფხვიერი ცომი:
- კარაქი - 150 გ
- არაჟანი - 50 გ
- ფქვილი - 200 გ
- შაქარი - 100 გ
- მარილი
ტოპინგი:
- მჟავე ვაშლი - 5-6 ცალი
- შაქარი - 200 გ
- კარაქი - 150 გ
მომზადების წესები
ცომისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს, გადავახვიოთ ცელოფანში და გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი.
5-6 მჟავე ვაშლი გავთალოთ, გავჭრათ შუაზე, ამოვუღოთ გული და დავაწყოთ ტაფაზე (რომელიც შემდეგ ღუმელში
უნდა შევდგათ), ზემოდან მოვაყაროთ შაქარი, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, სანამ
ვაშლი ოქროსფერს მიიღებს. გავაბრტყელოთ ცომი და გადავაფაროთ დაკარამელებულ ვაშლს, გვერდები ჩავუკეცოთ,
შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 20-30 წთ. ნამცხვარი გამოვიღოთ, 5 წთ., შევაგრილოთ, ზემოდან დავადოთ გაშლილი თეფში და ამოვატრიალოთ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს