ყავის ტორტი - საუკეთესო დესერტი მეგობრული შეკრებებისთვის
ინგრედიენტები
- კვერცხი - 2
- შაქარი - 60 გ
- ფქვილი - 50 გ
- კაკაო - 10 გ
კრემი
- ნაღები 35 % - 300 გ
- ხაჭო - 200 გ
- მაგარი ყავა - 150 გ
- შაქარი - 3 ს.კ
- ყავის ლიქიორი ან ბეილისი - 3 ს.კ
- ჟელატინი - 10გ
მინანქარი
- შოკოლადი - 70 გ
- რძე - 50 გ
- კარაქი - 15 გ
მომზადების წესები:
კვერცხი და შაქარი თქვიფეთ გათეთრებამდე. მოცულობამში რომ 3-ჯერ გაიზრდება, დაამატეთ ფქვილი და კაკაო. ფრთხილად გადაურიეთ და გადაიტანეთ 21 სმ დიამეტრის ცხიმწასმულ ფორმაში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
გააგრილეთ ფორმაში, შემდეგ გადმოიღეთ და გააცივეთ. ჩადეთ იგივე ფორმაში ძირით ზემოთ.
50 გრ ყავას შეურიეთ 1 კოვზი ლიქიორი და დანამეთ ბისკვიტი.
ჟელატინი დაალბეთ 2 კოვზ წყალში, შემდეგ დაამატეთ ცხელი ყავა( 100 მლ) და გაადნეთ. ხაჭო ათქვიფეთ ბლენდერში. ცალკე ათქვიფეთ მიქსერით შაქრიანი ნაღები და შეურიეთ ხაჭო. შემდეგ შეურიეთ ყავა, დაასხით ბისკვიტს და შედგით მაცივარში სანამ გამაგრდება.
მინანქრის ინგრედიენტები გაადნეთ, შეაგრილეთ და დაასხით ტორტს.
თუ ხაჭოს ნაცვლად გამოიყენებთ მასკარპონეს, ტორტს უფრო მდიდრულ და კარგ გემოს მიიღებთ.

სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს