ბანანის ტორტი
ინგრედიენტები
- ბანანი - 2 ცალი
- არაჟანი - 400 გ
- ორცხობილა ("პეჩენია") - 300 გ
- შაქარი - 1 ჭიქა
- შოკოლადი - 1 ფილა
მომზადების წესი:
ბანანი არაჟანთან ერთად აურიეთ (შეგიძლიათ,დააბლენდეროთ). დაუმატეთ შაქარი. ასევე დაამატეთ დატეხილი ორცხობილები და აურიეთ. (განსაკუთრებულად უხდება ე.წ. პეჩენია თევზები, ოღონდ არა მარილიანი, მათი დატეხვაც არ დაგჭირდებათ, პირდაპირ ჩაყრით არაჟნისა და ბანანის ნარევში.
შედგით მაცივარში, რომ კარგად გაიჟღინთოს (მაქსიმუმ 2 საათით).
ფილა შოკოლადი გაადნეთ და შეგიძლიათ, უკვე მომზადებულ ტორტს ზემოდან მოასხათ - უფრო გემრიელი და ლამაზიც გამოვა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს