შოკოლადის ორცხობილა
ინგრედიენტები:
- შავი შოკოლადი (სამარხვო, 60-70%-იანი) - 120 გრ
- მცენარეული ზეთი - 50 მლ (5 დესერტის კოვზი)
- შაქარი - 140 გრ. (დაახლოებით, 6 ს.კ.)
- წყალი - 80 მლ.
- ფქვილი - 130 გრ. (5 ს.კ., თავმოუდგმელი)
- კაკაო - 30 გრ. (დაახლოებით, 6 ს.კ.)
- გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ.კ.
მომზადების წესი:
შოკოლადი დატეხეთ, ჯამში ჩაყარეთ და წყლის აბაზანაზე, მცენარეულ ზეთთან ერთად გაადნეთ.
მეორე ჯამში წყალი და შაქარი აურიეთ და ცეცხლზე დაადგით. სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ.
ორივე ჯამის შემადგენლობა შეაგრილეთ. მნიშვნელოვანია, რომ შოკოლადიც და სიროფიც ერთნაირად თბილი იყოს. ბოლოს სიროფი შოკოლადში ჩაასხით და აურიეთ.
ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი ერთმანეთში აურიეთ, შოკოლადს დაუმატეთ და ისევ კარგად აურიეთ.
ცომი საშუალო სისქის და წებოვანი იქნება.ცომი კოვზის ან სპეციალური ფორმების დახმარებით საცხობ ფირფიტაზე გადაიტანეთ და 180 გრადუსზე 9-10 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
წყარო: funtime.ge
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს