ვაშლის სამარხვო ნამცხვარი
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ჯამზე დაყარეთ სამი ჩაის ჭიქა ფქვილი, გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით ზეთი და ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი, დაამატეთ სოდა და მოზილეთ ცომი. ვაშლი(სასურველია მცირე ზომის) გათალეთ და დაჭერით.
გულის მოსამზადებლად ერთმანეთს აურიეთ ერთი ჩაის ჭიქა შაქარი, ნახევარი ჭიქა ფქვილი და ვანილი.
ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ, დადეთ ფქვილმოყრილ ტაფაზე, თანაბრად გადაანაწილეთ მასზე გული, დააწყვეთ ვაშლის ნაჭრები და დააფარეთ ცომის მეორე ფენა. გვერდები ამოუკეცეთ და გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე.
როდესაც გავარდისფერდება, გამოიღეთ და დაჭერით თბილი. როცა გაცივდება, მოაყარეთ შაქრის ფქვილი. გემრიელად მიირთვით!
წყარო:kulinarian.ge
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო