სააღდგომო პასკა
რეცეპტის აღწერა
როგორც იცით, პასკა ფორმებში ცხვება, ასე რომ, ფორმების წინასწარ მოძიებაც მოგიწევთ. სახლის პირობებში, ძველი კონსერვის ქილაც გამოდგება პასკი ფორმად… გამზადებულ ფორმებს ჩავუფინოთ კალკა. გამოცხობისას პასკა ფუვდება და სასურველია, რომ კალკა ფორმაზე ოდნავ მაღალი იყოს. კალკას მოვუსვათ ცხიმი (ზეთი) და დავდგათ სითბოში.
რეცეპტის ინგრედიენტები
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1.0,5 ჩ/ჭ შაქრის ფხვნილისგან და 1 ჩ/ჭ წყლისგან გავაკეთოთ სეროფი. ჩავყაროთ გარჩეული და კარგად გარეცხილი ქიშმიში (300გრ) და ვადუღოთ 5 წთ. მოდუღების შემდეგ ქიშმიში საწურზე დავაწყოთ, სეროფი კი შევინახოთ.
2.ღრმა ქვაბში ჩავასხათ 1 ლიტრი თბილი რძე, 1 ჩ/ჭ შაქარი, 100 გრ ფქვილი, 50 გრ საფუარი (საფუარი გავხსნათ 1 ჩაის ჭიქა რძეში) და ხელით კარგად გავადნოთ, ისე რომ საფუარის ბურთულები დაიშალოს. უნდა იყოს არაჟანის სისქის. დავაფაროთ პოლიეთილენი, დავდგათ თბილ ადგილზე და ვაცალოთ ამოსვლა (დაახლოებით 20 წთ დასჭირდება).
3.ამასობაში მოვზილოთ ცომი. წინასწარ კვერცხის ცილები უნდა შევდგათ საყინულეში, ოღონდ არ გავყინოთ. 10 კვ. გულითა და 0,5 კგ შაქრის ფხვნილით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი.
4.ცალკე ჯამში აცთქვიფოთ ცილები. თქვების დაწყებისას დავამატოთ 1 პატარა კოვზის პირი ლიმონის მჟავა ან მარილი და ვთქვიფოთ სანამ ღრუბელს არ მივიღებთ. დავუმატოთ 500 გრ. შაქარი და გოგლი-მოგლი. გავაგრძელოთ თქვეფა. შევურიოთ წინასწარ სითბოში გამდნარი 2 შეკვრა მარგარინი, 150 გრ კარქი, 200 გრ ზეთი, საფუარიანი ცომი (თავიდან რომ მოვამზადეთ) და ხელით სათუთად ვურიოთ. დავუმატოთ 4 ც. ვანილი და ქიშმიში (300 გრ. სეროფში რომ მოვამზადეთ). პარალელურად ვურევთ. დავუმატოთ 1 ს/კ მუსკატის კაკალი, 1 ს/კ ილი, 1ს/კ კარდამონი, 1 ს/კ ლიმონის ცედრა და ცოტა მარილი.
5.ცომი უნდა იზილებოდეს სითბოში. ზელვის დროს ხელი უნდა დავისველოთ ზეთში. ფქვილი დავაცრათ იმდენი რომ ფაფუკი ცომი გამოვიდეს. დაახლოებით 2-2,5 კგ. ეს მასალა დავდოთ თბილად და როცა ამოვა, ჩავზილოთ. ეს უნდა მოხდეს 2-ჯერ. შემდეგ ფორმებში გავანაწილოთ. ხელები ყოველთვის ზეთით უნდა დავისველოთ და ისე შევეხოთ.
6.ცომი გადავანაწილოთ საცხობ ფორმებში, თითო ფორმაში მოათავსეთ იმდენი ცომი, რომ ფორმის მოცულობის 50 პროცენტზე ოდნავ მეტი შეავსოს. დავაცადოთ ფორმაში აფუება, ზემოდან მოვუსვათ სეროფი (რომელიც თავიდან მოვადუღეთ) და კვერცხის გული, რომ არ დასკდეს.
7.დაბოლოს, შევდოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 150 გრადუსზე. კარგად რომ ამოვა, ოდნავ დავუწიოთ ტემპერატურას. ბოლოს ხის ჩხირით გავსინჯოთ. თუ ჩხირს ცომი არ ამოჰყვა, პასკა მზად არის! გამომცხვარ პასკას მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!
kulinaria.ge
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს