არაჟნის ჟელე ბანანით
რეცეპტის ინგრედიენტები
25 გრ. შოკოლადი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1.ჟელეს მოსამზადებლად განკუთვნილი არაჟანი უნდა იყოს გამთბარი ოთახის ტემპერატურაზე. დაუმატეთ არაჟანს შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება.
2,დაასხით ჟელატინს 100 მლ. ცხელი წყალი (არა მდუღარე), ურიეთ საგულდაგულოდ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხსნება. გააგრილეთ ოთახის შესაბამის ტემპერატურამდე. ურიეთ პერიოდულად.
3.დაუმატეთ ჟელატინი არაჟანს (არაჟანი და ჟელატინი უნდა იყოს ერთი და იმავე ტემპერატურის) და ათქვიფეთ.
4.გაფცქვენით ბანანი და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. ჩააწყვეთ პორციებად ჭიქებში. ჩაუმატეთ არაჟანი და 1-2 საათით შედგით მაცივარში გასაცივებლად.
5.გახეხეთ შოკოლადი წვრილ სახეხზე და მოაყარეთ მზა ჟელეს. გემრიელად მიირთვით!
kulinaria.ge
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო