სოკოს წვნიანი
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
გათალეთ კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად. დადგით დიდი ზომის ტაფა საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ მასში 45 გრამი კარაქი. თხლად დაჭერით პრასი. გათალეთ სტაფილო და დაჭერით. მოათავსეთ სტაფილო ტაფაში პრასთან ერთად და შუშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაუმატეთ ბულიონი. შეკაზმეთ გამხმარი კამით, მარილით, წიწაკითა და დაფნის ფოთოლით. ბოლოს ჩაუმატეთ კარტოფილი, დააფარეთ ტაფას თავსახური და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში, სანამ კარტოფილის კუბიკები არ დარბილდება.
გაადნეთ დარჩენილი კარაქი მეორე ტაფაში. დაჭერით და შეწვით სოკო 5 წუთის განმავლობაში(სანამ ცოტათი არ შეყავისფერდება). გადაიტანეთ შემწვარი სოკო მეორე ტაფაში მომზადებულ წვნიანში.
მცირე ზომის თასში ჩაყარეთ ფქვილი. შეურიეთ გამდნარი კარაქი და რძეე(ოთახის ტემპერატურის) ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაასხით ეს მასა სოკოს წვნიანში და მოურიეთ, რომ შესქელდეს. უკვე თეფშზე გადაღებული წვნიანი კი ახალი კამით გააფორმეთ
წყარო:kulinaria.ge
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე