ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
მომზადების წესი:
დაწურულ ხაჭოს ვსრისავთ მეტალის საცერში. ცალკე ვთქვიფავთ კვერცხს და შაქარს. მომზადებულ გოგლი მოგლს შევათქვიფავთ დარბილებულ კარაქს. შემდეგ ნელ-ნელა ვუმატებთ ხაჭოს და არაჟანს. ბოლოს ვუმატებთ ვანილს, წვრილად დაჭრილ ნიგოზს და ქიშმიშს.
ფორმებს ჩავაწყობთ ჯამებში ან ღრმა თეფშზე, ამოვაფენთ საკმარისი ზომის სველ 2-3-ფენა მარლას და შემდეგ ჩავასხამთ მასში მიღებულ მასას. მარლას გადმოვწევთ გვერდებიდან და „მოვუკრავთ“ თავს. მასა ოდნავ მეტი უნდა იყოს – თავის მოკვრისას სითხე ქვემოთ ჩადის და პასკა მოცულობაში მცირდება. ზემოდან დავადებთ ბრტყელ ქვას ან რაიმე სიმძიმეს, რომ სითხე გაუვიდეს. დროდადრო ამ სითხეს ვღვრით. ბოლოს, როცა ცოტა დარჩება, ქაღალდის ხელსახოცით ამოვაშრობთ.
თუ ფორმა არ გაქვთ, მაშინ იღებთ არაჟნის ან მაწვნის 500 ან 250 გრამიან პლასტიკის ქილებს, აჭრით ქვემოდან მხოლოდ ძირს და მიღებულ „ცილინდრს“ გამოიყენებთ ფორმად. ძირის მოჭრა იმისათვისაა აუცილებელი, რომ სითხე გარეთ გამოვიდეს. მირთმევის წინ გადახსნით ზემოდან მარლას, დაახურათვ თეფშს და ამოაბრუნებთ მასზე. შემდეგ მოხსნით ფორმას და მარლას.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:kulinaria. ge
სიახლეები
- ნიკას მელიას კიდევ ერთი სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინეს
- „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ ანტიკორუფციული მათგანაც ითხოვს დოკუმენტებს
- ,,ვისაც პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, ყველამ იცის, რომ ეს ევროპული კანონია და მედია ამ ფუნდამენტურ სტანდარტებს უნდა იცავდეს"- კახა ბექაური
- „სასურველია რომ ომი ტრამპის პრეზიდენტობის დროს დასრულდეს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- ,,ვგეგმავთ, პირადად ვეწვიო დევნილთა თითოეულ დასახლებას და ადგილზე გავეცნოთ არსებულ საჭიროებებს"- გიორგი ჯინჭარაძე