შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნი“
შოკოლადის მდიდარი გემო და უნაზესი შემადგენლობა გულგრილს არავის დატოვებს და, რაც მთავარია, მისი მომზადება ძალიან მარტივია.
- შავი შოკოლადი (სამარხვო, 60-70%-იანი) - 120 გრ
- მცენარეული ზეთი - 50 მლ (5 დესერტის კოვზი)
- შაქარი - 140 გრ. (დაახლოებით, 6 ს.კ.)
- წყალი - 80 მლ.
- ფქვილი - 130 გრ. (5 ს.კ., თავმოუდგმელი)
- კაკაო - 30 გრ. (დაახლოებით, 6 ს.კ.)
- გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ.კ.
მომზადების წესი:
- შოკოლადი დატეხეთ, ჯამში ჩაყარეთ და წყლის აბაზანაზე, მცენარეულ ზეთთან ერთად გაადნეთ.
- მეორე ჯამში წყალი და შაქარი აურიეთ და ცეცხლზე დაადგით. სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ.
- ორივე ჯამის შემადგენლობა შეაგრილეთ. მნიშვნელოვანია, რომ შოკოლადიც და სიროფიც ერთნაირად თბილი იყოს. ბოლოს სიროფი შოკოლადში ჩაასხით და აურიეთ.
- ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი ერთმანეთში აურიეთ, შოკოლადს დაუმატეთ და ისევ კარგად აურიეთ. ცომი საშუალო სისქის და წებოვანი იქნება.
- ცომი კოვზის ან სპეციალური ფორმების დახმარებით საცხობ ფირფიტაზე გადაიტანეთ და 180 გრადუსზე 9-10 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
გამომცხვარი ბრაუნი გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით.
სიახლეები
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
- 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო