ტოლმა ბულგარული წიწაკით
ინგრედიენტები
ბულგარული წიწაკა გარეცხეთ და მოაჭერით თავი. მოჭრილი ნაწილი შეინახეთ, წიწაკები კი შიგნით ამოასუფთავეთ.
ნიორი და ყველა სანელებელი ერთად დანაყეთ.
პომიდორი პატარა ნაწილებად დაჭერით და ნივრის ნაზავის ნახევართან ერთად თასში მოათავსეთ. დაუმატეთ არაჟანი და დაფნის ფოთოლი. ყველა ინგრედიენტი კოვზით აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ნახევარი ლიტრი წყალი, 1 ჩ/კ ზეთი და კიდევ აურიეთ.
ბრინჯი მარილიან წყალში მოხარშეთ, თუმცა ზედმეტი ხარშვა არ მოგივიდეთ. დაჭერით ხახვი და ზეთში მოთუშეთ. მოხარშული ბრინჯი და ხახვი თასში გადაიტანეთ, დაუმატეთ ფარში და დარჩენილი ნივრისა და სანელებლების ნაზავი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
მიღებული ფარშის ნაზავი თითოეულ ბულგარულ წიწაკაში კარგად ჩაპრესეთ.
ბულგარულებს გადანახული მოჭრილი თავები დააფარეთ და ღია ბოლოთი ზემოთ ღრმა ქვაბში მოათავსეთ.
ქვაბში პომიდვრის ნაზავი ფრთხილად ჩაასხით და დაბალ ტემპერატურაზე 40 წუთით ხარშეთ.
მოხარშული ტოლმა ქვაბიდან ფრთხილად გადმოიღეთ. შეგიძლიათ, მიირთვათ წვენთან ერთად. მიირთვით ცხელი. ძალიან უხდება არაჟანი.
წყარო:kulinaria.ge
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს