შემწვარი ქათამი KFC-ის სტილში
ინგრედიენტები:
მომზადების წესი.
ათქვიფეთ კვერცხი და დროებით გადადგით.
ქათმის ფილე ან ბარკლები კარგად გარეცხეთ და დააწდეთ.
მოამზადეთ მარინადი ხორცისათვის : თასში აურიეთ ლიმონის წვენი, პილპილი, ნივრისა და კოჭას ნაზავი, მარილი, როზმარინი და პაპრიკა.
დაუმატეთ ფქვილი და ათქვეფილი კვერცხი. კარგად აურიეთ და ქათმის ნაჭრები მარინადში მოათავსეთ. შედგით მაცივარში სულ მცირე 45 წუთით.
ქათმის თითოეული ნაჭერი მარინადიდან ამოიღეთ და ორცხობილას საფანელში ამოავლეთ ან საფანელი მარინადშივე მოაყარეთ ხორცს და აურიეთ. ცოტა ხნით ასე გააჩერეთ. თუ ორცხობილას საფანელი არ გაქვთ, მაშინ შვრიის ფანტელი დააბლენდერეთ და საფანელის ნაცვლად გამოიყენეთ.
ცხელ ღრმა ტაფაზე დაასხით ბლომად ზეთი. წვით საშუალო ტემპერატურაზე გადაბრაწვამდე. მიირთვით ცხელი.
წყარო:kulinaria.ge
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო